21-ე საუკუნეში, მაშინ როცა საზოგადოება უფრო კომპორტული გარემოს შექმნისკენაა მიმართული, ამ გარემოს შესაქმნელად, ახალი, თანამედროვე ტიპის შენობების აგება ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. შენობების აგებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მაღალი ხარისხის მასალას გამოიყენებს სამშენებლო კომპანია. საქართველოში არსებულ კომპანიათაგან, მასალისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხით, ფოლადის ბაზარზე კომპანია „ევრომეტალი“ გამოირჩევა.
“ევრომეტალის“ გუნდი ფოლადის ბაზარზე 1994 წლიდან აქტიურად მუშაობს, რაც მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის უმთავრესი გარანტია. კომპანია “ევრომეტალი“ 2018 წელს დაარსდა და სწრაფი ტემპით გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კომპანია საქართველოში. Ambebi.ge კომპანია „ევრომეტალის“ წარმომადგენელს ესაუბრა:
– კომპანია “ევრომეტალი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. ჩვენ შემომტანი კომპანია ვართ და ადგილობრივ პროდუქციასთან ერთად მაღალი ხარისხის ფოლადის მასალები თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს.
მშენებლობის წამოწყებისას, ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო და სტაბილური პარტნიორის ყოლა, რომელიც ახალი შენობების აგებისას მასალით დროულად მომარაგების გარანტი იქნება. ჩვენი კომპანია დეველოპერებს აძლევს საშუალებას განუსაზღვრელი – იმ სასურველი რაოდენობის მასალები მიიღოს, რომელიც მათი მშენებლობის წარმოებისთვის იქნება აუცილებელი. ჩვენი მაქსიმალურად კონფორტული მომსახურებით კი მშენებლები არ კარგავენ დროს და დაბალ ფასად იძენენ უმაღლესი ხარისხის მასალებს.
მაღალი ხარისხის და დაბალი ფასების გამო, ჩვენს მასალაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი მომწოდებლები არიან წამყვანი მეტალურგიული ქარხნები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენი მიზანია, მშენებელ კომპანიებსა და მომხმარებლებს საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად დაბალი ფასი შევთავაზოთ და ამას საკმაოდ წარმატებით ვახერხებთ, რადგან უკვე კონკურენციას დიდ კომპანიებს ვუწევთ. დაბალი ფასის გარდა, მომხმარებლებს მასალების ულიმიტო რაოდენობას, მაღალ ხარისხს და კომფორტულ მომსახურეობას ვთავაზობთ.
მრავალფეროვანი არჩევანი და შეუზღუდავი რაოდენობა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს ჩვენს კომპანიაზე აჩერებს.ჩვენთან გამარტივებულია მომსახურეობაც: შეკვეთის მიღება და გაფორმება ონლაინ რეჟიმში და სატელეფონო ზარითაც არის შესაძლებელი.
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალასთან ერთად მომხმარებელს დაბალი ფასი და კარგი მომსახურეობა შესთავაზოს.წლების ნამძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ „ევრომეტალმა“ ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა დაიმსახურა.
კომპანია “ევრომეტალი“ გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს საქართველოს მასშტაბით, ლაზერულ და პლაზმურ ჭრას.
სტატიის წყარო: ambebi.ge