რატომ იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ სამშენებლო მასალებზე? – ინტერვიუ „ევრომეტალის" წარმომადგენელთან
ინტერვიუ ევრომეტალის წარმომადგენელთან ადგილობრივ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი მოთხოვნის შესახებ.

სამშენებლო-დეველოპერული სექტორი საქართველოში სწრაფად იზრდება და ვითარდება. შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება ხარისხიან სამშენებლო მასალაზე, რაც ადგილობრივ წარმოებას აძლევს ბიძგს. ამის მაგალითია მომხმარებლის ინტერესი ქართული კომპანია „ევრომეტალის" პროდუქციის მიმართ.
„ევრომეტალი" სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 30 წლიანი გამოცდილებით და თანამედროვე მიდგომებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.
2022 წლიდან კომპანიამ გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი და შემდეგი მასალების წარმოება დაიწყო: შემოსაღობი მასალები და ღობეები – პანელური ღობე, ეკლიანი მავთული, ფართო ბადე, შენადუღი ბადე, PVC მავთული და მოქსოვილი ბადე. მაღალი სტანდარტების, ფართო ასორტიმენტის და ხელმისაწვდომი ფასების გამო კომპანია მომხმარებლებთან თანამშრომლობს როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამშენებლო ბაზარზე დღეს კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ ჩვენი პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ვიკავებთ როგორც ფასის, ისე ხარისხის მიმართულებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხარისხის გაუმჯობესებაში უდიდესი წვლილი შევიტანეთ. ბაზარზე ჩვენი ნიშაც სწორედ ეს არის და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას კვლავაც განვაგრძობთ.
„ევრომეტალი" მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის და 250-მდე ქვეკატეგორიის საერთაშორისო სტანდარტების რკინის სამშენებლო მასალებს სთავაზობს, მათ შორის: პროფილური მილები (ტრუბა კვადრატები), არმატურები, შველერი, კუთხოვანა, ორტესებრი კოჭი, ლითონის ფურცლები, რიფლიონი, გლინულა, ლითონის ზოლი, მასიური რკინა, პანელური ღობე, ეკლიანი მავთული, შენადუღი ბადე, ფართე ბადე და ა.შ.
სამშენებლო და არქიტექტურის სფეროში ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევა კონსტრუქციების სიმტკიცის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ლითონის მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს გამძლე კონსტრუქციას. ლითონის სვეტები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობების მყარ ჩარჩოებს, ცნობილია შველერის და ორტესებრი კოჭის სახელით. ასევე, როდესაც იგეგმება საძირკველის მომზადება, თავდაპირველად იყენებენ ისეთ რკინის მასალებს, რომლებიც მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიამ ხარისხიანი არმატურა შეარჩიოს. გარდა ამისა, შენობების შიდა ინტერიერის მოსაწყობად და ასევე, სახურავების კონსტრუქციის შესაქმნელად ფართოდ იყენებენ, როგორც პროფილურ მილებს, ასევე კუთხოვანებს.
ჩვენ მოთხოვნიდან გამომდინარე მუდმივად ვზრდით მასალების რაოდენობას. ასევე, იზრდება პროდუქციის ასორტიმენტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მეტი აქცენტი გააკეთოს ადგილობრივ წარმოებაზე და მიიღოს სასურველი შედეგები.
2023 წელი ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელია, რადგან „ევრომეტალი" ორი ახალი ფილიალით პოზიციონირებს ბაზარზე, ლილოს ფილიალი – საწარმო და სამტრედის ფილიალი. წლის განმავლობაში არაერთ ცნობილ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ და ჩვენ შორის საკმაოდ მყარი პარტნიორობა შედგა. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო გამოფენაზე თურქეთში, სადაც ჩვენი პარტნიორების სია კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, მთელს კავკასიაში მთავარი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია გავხდეთ და ამის მისაღწევად ვაგრძელებთ მუშაობას.
